NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა გახსნა. საბჭოს სხდომას მსოფლიო ლიდერები ესწრებიან, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. მისასალმებელი სიტყვის შემდეგ სხდომა მედიისთვის დაიხურა
საბჭოს შეკრების შემდეგ იენს სტოლტენბერგის პრესკონფერენციაა დაგეგმილი.
„მხოლოდ ერთიანობის შემთხვევაში შეგვიძლია ვუპასუხოთ უსაფრთხოების გამოწვევებს. დღეს ჩვენ ახალ ეტაპს ვიწყებთ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ბრიუსელში NATO-ს სამიტი მიმდინარეობს.