უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში მიიწვია

დიდი მადლობა სტუმართმოყვარე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სტუმრობის შესაძლებლობისთვის. ჩვენ გვქონდა ძალიან პოზიტიური მოლაპარაკებები უკრაინა-საქართველოს მიმდინარე დღის წესრიგის რიგ საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მიერ დასახული მიმართულებები შემდგომი თანამშრომლობისთვის მძლავრ ბიძგს მისცემს ჩვენი ურთიერთობების მდგრად განვითარებას, ასევე ჩვენი ქვეყნების ეკონომიკებს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი საქართველოს მთავრობის მეთაურს წერს.

დენის შმიგალი ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინაში იწვევს.

„ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ადასტურებს ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ დონეს, ასევე უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებების ნებას ჭეშმარიტად მეგობრული და კონსტრუქციული ურთიერთობების განვითარებასთან დაკავშირებით.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობას მოგახსენებთ თქვენი პირადი წვლილისთვის უკრაინა-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერებაში. ნება მომეცით, მოგიწვიოთ უკრაინაში თქვენთვის ხელსაყრელ დროს,“- აღნიშნულია უკრაინის პრემიერ-მინისტრის წერილში.

2-4 ივნისს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრემიერ-მინისტრი ეწვია.

ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრემიერთან შეხვედრაზე: ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ჩვენი სწრაფვა ევროკავშირისკენ

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემს კოლეგასთან გამოვხატე ჩვენი ღრმა შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო გააქტიურების გამო

დენის შმიგალი: დარწმუნებული ვარ, ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება მხოლოდ დროის საკითხია

უკრაინის პრემიერი: ჩემი ვიზიტი საქართველოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს

დენის შმიგალი: მე დაინტერესებული ვარ, რომ ქართულ-უკრაინული ურთიერთობები თანმიმდევრობით განვითარდეს

დენის შმიგალი: მჯერა, რომ ქართულ-უკრაინული ურთიერთობები „განწირულია“ წარმატებისთვის

უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა