ერდოღანი: გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, NATO-ს მნიშვნელობა იზრდება

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, NATO-ს მნიშვნელობა იზრდება. ამის შესახებ მან ბრიუსელში, NATO-ს სამიტის ფარგლებში აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.

მისივე თქმით, "დღეს NATO-ს ბლოკი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო დონეზე სტაბილურობის უზრუნველყოფაში. იზრდება ალიანსის პასუხისმგებლობა, როგორც უსაფრთხოების განმსაზღვრელი ფაქტორი"

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ალიანსმა აქტიური წვლილი უნდა შეიტანოს ყველა იმ რეგიონში, რომელსაც „უსაფრთხოების ქოლგა“ სჭირდება.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ამერიკის ლიდერ ჯო ბაიდენთან შეხვედრა კონსტრუქციულად შეაფასა.

”ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა განვიხილოთ თანამშრომლობის გზები ორმხრივი ინტერესის სფეროებში", - აღნიშნა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკელ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ, მისი პოზიცია რუსული С-400-ის შესყიდვაზე არ შეცვლილა.

"თურქეთის პოზიცია S-400 მიწოდებასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება - რაც იყო, იგივე რჩება. მე ჩვენი ქვეყნის პოზიცია ავუხსენი ბატონ პრეზიდენტს [ჯო ბაიდენს]. იგივე ეხება F-35 პროგრამას. ჩვენ [ბაიდენთან] შევთანხმდით, რომ პირდაპირი დიალოგის არხები ეფექტურად და რეგულარულად გამოვიყენეთ, როგორც ეს ორი მოკავშირესა და სტრატეგიულ პარტნიორს შეეფერება", - თქვა ერდოღანმა.

ჯო ბაიდენი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა