აშშ-ის ჯორჯიის შტატში ბიულეტენებს ხელით გადაითვლიან, - მედიის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების შესახებ ჯორჯიის სახელმწიფო მდივანმა, ბრედ რაფენსფერგერმა განაცხადა.
ხმების დათვლის პროცესი შტატის 159-ვე ოლქში დაიწყება და სავარაუდოდ, 20 ნოემბრისთვის დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ ჯორჯიაში ხმა დაახლოებით 5 მილიონმა ამომრჩეველმა მისცა და შტატში ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს 14 000-ზე მეტი ხმით უსწებს.
ცნობისაათვის, მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და რამდენიმე შტატში, მათ შორის ჯორჯიასა და უისკონსინში, ხმების ხელახლა დათვლას ითხოვს.