ევროკავშირსა და აშშ-ის შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის ერთ-ერთ მაგალითად შარლ მიშელმა საქართველო დაასახელა

ევროკავშირსა და აშშ-ის შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის ერთ-ერთ მაგალითად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს მაგალითი დაასახელა.

„ევროკავშირი და აშშ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მშვიდობის მიღწევის საქმეში. ჩვენ ერთად ვმუშაობთ რეგიონული კონფლიქტების მოსაგვარებლად.

საქართველოში პოლიტიკური პარტიების პარლამენტში დაბრუნება და სომხეთსა და აზერბაიჯანში ნდობის აღდგენის მიზნით გატარებული ღონისძიებები მხოლოდ ორი მაგალითია, სადაც ჩვენ ერთად წამყვანი როლი გვაქვს“, - წერს შარლ მიშელიTwitter-ზე.

ცნობისთვის, ევროკავშირი და აშშ ტრანსატლანტიკური ურთიერთობების განმსაზღვრელი პაქტის იღებაზე შეთანხმდნენ​.