ევროკავშირი-აშშ-ის სამიტის დეკლარაცია: მხარს დავუჭერთ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის რეფორმების გზას

ევროკავშირი-აშშ-ის სამიტის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ისინი მხარს დაუჭერენ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას რეფორმების გზას.

,,ჩვენ მტკიცედ გადაწყვეტილი გვაქვს გავაგრძელებთ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორების სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და მხარს დავუჭერთ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის რეფორმების გზას.

ჩვენ მტკიცედ განწყობილნი ვართ, სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის, მდგრადობისა და სტაბილურობის მიღწევისთვის ვიმუშაოთ“, - ნათქვამია დეკლარაციაში.

ევროკავშირი და აშშ ასევე გმობენ რუსეთის ქმედებებს უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის შელახვის მიზნით.

,,ჩვენ ვგმობთ რუსეთის ქმედებებს უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის შელახვის მიზნით. ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ უზრუნველყონ, რომ რუსეთში უცხოური დიპლომატიური მისიები მუშაობდნენ უსაფრთხოდ.

მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და დამოუკიდებელი მედიის უწყვეტი დარბევა და გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი.ამავდროულად, ჩვენ ღია გვაქვს კომუნიკაციის არხები და საერთო ინტერესის სფეროებში შერჩევითი თანამშრომლობის შესაძლებლობები", - აღნიშნულია დოკუმენტში.

ცნობისთვის, ევროკავშირი და აშშ ტრანსატლანტიკური ურთიერთობების განმსაზღვრელი პაქტის მიღებაზე შეთანხმდნენ​.