თურქეთ-აზერბაიჯანის სამოკავშირეო დეკლარაცია: მესამე სახელმწიფოს მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, ქვეყნები ერთმანეთს დაეხმარებიან

თურქეთ-აზერბაიჯანის სამოკავშირეო დეკლარაციის მიხედვით, მესამე სახელმწიფოს მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, ქვეყნები ერთმანეთს დახმარებიან.

თურქეთისა და აზერბაიჯანის უშიშროების საბჭოები რეგულარულად გამართავენ ერთობლივ სხდომებს, რომელზეც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.

„აზერბაიჯანი უაღრესად აფასებს თურქეთის მხარდაჭერას სომხეთის 30-წლიანი აგრესიის შეწყვეტისა და ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების საკითხში“, - ნათქვამია დოკუმენტში.

მხარეებმა ასევე შეისწავლეს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაფართოებისა და გაღრმავების პერსპექტივები.

დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ზანგეზურის დერეფნისა და ნახჭევანი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გახსნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას ხელს შეუწყობს.

ცნობისთვის, დღეს, ქალაქ შუშაში აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის სამოკავშირეო ურთიერთობების შესახებ დეკლარაციის ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა.

ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში მყოფმა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში შუშაში თურქეთის გენერალურ საკონსულოს გახსნის