,,სერიოზულად უნდა განვსაზღვროთ NATO-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების საკითხი – სულ მცირე, შევადგინოთ მკაფიო გზა წევრობისკენ", - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი მის საავტორო სტატიაში აღნიშნავს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის წინ გამოქვეყნდა.
როგორც USA TODAY-ში გამოქვეყნებულ შაჰინის სტატიაში ვკითხულობთ, უკრაინასა და საქართველოსთან საქმიანი და საინვესტიციო კავშირების გაღრმავება ასევე სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებს
„პირველ რიგში, ჩვენ სერიოზულად უნდა განვსაზღვროთ NATO-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების საკითხი – სულ მცირე, შევადგინოთ მკაფიო გზა წევრობისკენ. NATO-ში შესვლა ორივე ქვეყნის სურვილია და მათი გაწევრიანება გააქარწყლებს პუტინის გეგმებს. დაარსებიდან მოყოლებული NATO-ს წევრების საერთო თანხმობით, ალიანსის კარი ყოველთვის იყო ღია ქვეყნებისთვის, რომლებიც იღებდნენ სუვერენულ გადაწყვეტილებას ალიანსში შესვლასთან დაკავშირებით – არ არსებობს მიზეზი, რათა დღეს ამ მხრივ რამე შეიცვალოს. დიახ, აუცილებელია რეფორმები, რათა ალიანსმა შეიძინოს ძლიერი მოკავშირეები. მაგრამ უმოქმედობა მხოლოდ გამარჯვებას მოუტანს პუტინს. ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი სამხედრო და დიპლომატიური აქტიურობა რეგიონში. ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური ელჩი კიევში – დაუყოვნებლივ. უკრაინასა და საქართველოსთან საქმიანი და საინვესტიციო კავშირების გაღრმავება ასევე სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებს“, – წერს ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი საავტორო სტატიაში.
ჯინ შაჰინი: აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა რუსეთმა საქართველოდან დაიწყო