ლუკ კოფი: საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რათა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში დააბრუნონ

„ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი ლუკ კოფი აცხადებს, რომ დაუჯერებელია, რომ საქართველო არც ერთხელ არ ყოფილა ნახსენები არც პუტინის და არც ბაიდენის პრესკონფერენციებზე.

მისივე თქმით, საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში დააბრუნონ.

„საქართველოს მეგობრებმა დასავლეთში მეტი უნდა იმუშაონ, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია დააბრუნონ საერთაშორისო დღის წესრიგში. საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია. თითქმის დაუჯერებელია, რომ საქართველო არც ერთხელ არ ყოფილა ნახსენები არც პუტინისა და არც ბაიდენის პრესკონფერენციებზე“, – წერს ლუკ კოფი Twitter-ზე.

ცნობისთვის, გუშინ ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა.

ჯო ბაიდენის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტებმა პრესკონფერენციები ცალ-ცალკე გამართეს. შეხვედრის შემდეგ ასევე გახდა ცნობილი, რომ აუდიენციას ამერიკის და რუსეთის ლიდერების მხრიდან ვაშინგტონსა და რუსეთში ერთმანეთის მიწვევა არ მოჰყოლია. ჟენევაში გამართული შეხვედრა თითქმის 4 საათს გრძელდებოდა, პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის ჩათვლით.

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ