ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ ის რაც ახლა უკრაინაში ხდება, არის იმის გაგრძელება, რაც საქართველოში 2008 წელს დაიწყო.
ჰოჯესი ბაიდენ-პუტინის შეხვედრას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ რუსეთი მხოლოდ მაშინ ჩერდება, როცა მას აჩერებენ.
„რუსეთი მხოლოდ მაშინ ჩერდება, როცა მას აჩერებენ. ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, არის იმის გაგრძელება, რაც საქართველოში 2008 წელს დაიწყო. პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ 3-6 თვეში ეცოდინებოდა, რა ტიპის დიალოგი ექნება პრეზიდენტ პუტინთან. დრო მიდის“, – წერს ბენ ჰოჯესი Twitter-ზე.
ცნობისთვის, გუშინ ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა.
ჯო ბაიდენის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტებმა პრესკონფერენციები ცალ-ცალკე გამართეს. შეხვედრის შემდეგ ასევე გახდა ცნობილი, რომ აუდიენციას ამერიკის და რუსეთის ლიდერების მხრიდან ვაშინგტონსა და რუსეთში ერთმანეთის მიწვევა არ მოჰყოლია. ჟენევაში გამართული შეხვედრა თითქმის 4 საათს გრძელდებოდა, პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის ჩათვლით.
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ