აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლი აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას გამოეხმაურა.
მისი თქმით, 10 წლის წინ, ბაიდენ-პუტინის ბოლო შეხვედრაზე საქართველო მთავარი თემა იყო, ახლა არავინ განიხილავს ოკუპაციას.
„აი, რა ხდება, როდესაც დასავლეთში წარსულს ივიწყებენ და ორიენტირებულია მომავალზე. 10 წლის წინ, ბაიდენ-პუტინის ბოლო შეხვედრაზე საქართველო მთავარი თემა იყო, ახლა არავინ განიხილავს ოკუპაციას. ვღელავ ყირიმის იგივე ბედის გამო. ნურასდროს დაივიწყებ!“ - წერს მაიკლ მაკფოლი Twitter-ზე.
ცნობისთვის, გუშინ ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა.
ჯო ბაიდენის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტებმა პრესკონფერენციები ცალ-ცალკე გამართეს. შეხვედრის შემდეგ ასევე გახდა ცნობილი, რომ აუდიენციას ამერიკის და რუსეთის ლიდერების მხრიდან ვაშინგტონსა და რუსეთში ერთმანეთის მიწვევა არ მოჰყოლია. ჟენევაში გამართული შეხვედრა თითქმის 4 საათს გრძელდებოდა, პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის ჩათვლით.
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ