დმიტრო კულება ბაიდენ-პუტინის შეხვედრაზე: ამერიკა დაბრუნდა, დროა, რუსეთმა უკრაინიდან უკან დაიხიოს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრისას ბაიდენის მიერ გაჟღერებულ მესიჯებს მიესალმება და აცხადებს, რომ ამერიკა დაბრუნდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კულებას თქმით, ,, დროა, რომ რუსეთმა უკრაინიდან უკან დაიხიოს".

„ამ სამიტმა ცხადყო, რომ ამერიკა დაბრუნდა და ახლა დროა, რომ რუსეთმა უკრაინიდან უკან დაიხიოს. მოსკოვს არ აქვს ვეტოს უფლება უკრაინის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, გუშინ ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა.

ჯო ბაიდენის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტებმა პრესკონფერენციები ცალ-ცალკე გამართეს. შეხვედრის შემდეგ ასევე გახდა ცნობილი, რომ აუდიენციას ამერიკის და რუსეთის ლიდერების მხრიდან ვაშინგტონსა და რუსეთში ერთმანეთის მიწვევა არ მოჰყოლია. ჟენევაში გამართული შეხვედრა თითქმის 4 საათს გრძელდებოდა, პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის ჩათვლით.

ჯო ბაიდენი: პუტინთან შეხვედრაზე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა დავადასტურე