აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პუტინთან შეხვედრისას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა.
"უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა დავადასტურე. შევთანხმდით, რომ დიპლომატიურ ქმედებებში ვიქნებით ჩართულნი მინსკის შეთანხმებების შსასრულებლად", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ჟენევაში ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დასრულდა