სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივნის შუშან სტეფანიანის განცხადებით, სომხეთი და მთიანი ყარაბაღი არასაფრენ ზონად გამოცხადდა.
მისივე თქმით, სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის საჰაერო სივრცის არასაფრენ ზონად გამოცხადებას სომხეთის შეიარაღებული ძალების ანტისაჰაერო სისტემები და რუსეთის სამხედრო კოსმოსური ძალები ერთობლივად უზრუნველყოფენ.
სტეფანიანის განცხადებით, გამონაკლისს წარმოადგენს სამხედრო ავიაცია და სამოქალაქო თვითმფრინავები, რომელთა გადაადგილებაც ერევანთან წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული.