ანტონიო გუტერეში გაეროს გენერალურ მდივნად მეორე ვადით დაამტკიცეს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ანტონიო გუტერეში ორგანიზაციის გენერალურ მდივნად მეორე ვადით დანიშნა.

ანტონიო გუტერეში გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობას მეორე ვადით 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრამდე დაიკავებს.

აღსანიშნავია, რომ ანტონიო გუტერეში ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეას წარუდგინეს. მანამდე მას მხარდაჭერა გაერო-ს უსაფრთხოების საბჭომ გამოუცხადა.

ის გაეროს რიგით მეცხრე გენერალური მდივანია.

გაერო-ს გენერალურ მდივანს ხუთი წლის ვადით ირჩევენ.

ცნობისთვის, ანტონიო გუტერეშმა გაერო-ს გენერალური მდივნის პოსტზე პან გი მუნი 2017 წელს შეცვალა. 1995-2002 წლებში ის პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2005-2015 წლებში გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელად იყო დანიშნული.