სალომე ზურაბიშვილმა რომის პაპს პატრიარქის საჩუქარი გადასცა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვატიკანში ოფიციალური ვიზიტისას მის უწმინდესობასთან, რომის პაპ ფრანცისკესთან აუდიენცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა რომის პაპს საჩუქრად გადასცა მეფე დემეტრე I-ის ავტორობით შექმნილი საგალობლის „შენ ხარ ვენახი“ ხელნაწერი ნოტები, რომელიც სპეციალურად რომის პაპისათვის გადაიწერა, წიგნი ქართული კულტურის შესახებ და წიგნი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ქართული მართლმადიდებლური ტაძრების შესახებ და საქართველოს სხვადასხვა კუთხის საუკეთესო ღვინოების ნაკრები. ასევე, გადასცა პატრიარქის საჩუქარი.

სალომე ზურაბიშვილმა რომის პაპთან პირისპირ შეხვედრისას რეგიონში შექმნილი ვითარება და რეგიონულ ჭრილში საქართველოს როლი განიხილა

სალომე ზურაბიშვილი რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა