სალომე ზურაბიშვილი: წმინდა საყდარი და საქართველო განათლების, კულტურის მედიცინასა და მეცნიერების საკითხებში ითანამშრომლებენ

„წმინდა საყდარი და საქართველო ერთად იმუშავებენ განათლების, კულტურის მედიცინასა და მეცნიერების საკითხებზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე, ვატიკანში ვიზიტისადმი მიძღვნილ პოსტში წერს.

„ამ ვიზიტმა ბევრი რამ მოუტანა საქართველოს: წმინდა საყდარი და საქართველო ერთად იმუშავებენ განათლების, კულტურის მედიცინასა და მეცნიერების საკითხებში. ამ ახალი საფუძვლების გამყარების შესაძლებლობა ჩემი ვიზიტის მთავარი მოვლენა იყო“, - აღნიშნავს პრეზიდენტი.

„პანდემია, მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში, მძიმე მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დაძაბულობა საოკუპაციო ხაზთან, გლობალური გამოწვევები და პატარა ქვეყნებისთვის საერთო ხმის ფორმირების საჭიროება. გულწრფელი საუბარი მის უწმინდესობასთან, ეხებოდა მშვიდობის გზავნილს“, - წერს პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილი რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა