კელი დეგნანი: იმედი მაქვს, პარლამენტი გამოიყენებს დარჩენილ დროს და გაითვალისწინებს  ვენეციის კომისიის ძირითად რეკომენდაციებს

"იმედი მაქვს, პარლამენტი გამოიყენებს დარჩენილ დროს და გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის ძირითად რეკომენდაციებს" - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა UNHCR-ის ორგანიზებით დევნილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ვენეციის კომისია არის მაღალი ავტორიტეტის მქონე კომისია, რომელიც ძალიან სერიოზულად უდგება თავის საქმეს.

"ვენეციის კომისია უაღრესად პატივსაცემი ორგანიზაციაა, რომელიც ძალიან სერიოზულად ეკიდება თავის საქმეს. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა ვენეციის კომისიას განსახილველად გაუგზავნა კანონპროექტი. ახლა მნიშვნელოვანია, პარლამენტმა ასახოს გუშინ წარმოდგენილი რეკომენდაციები. დასკვნაში მითითებულია, რომ კანონპროექტში ძირითადი ასპექტები არ იყო შეტანილი და მათი ჩასმა აუცილებელია. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ პარლამენტი გამოიყენებს ამ სესიის დარჩენილ რამდენიმე დღეს და შეიტანს იმ ძირითად რეკომენდაციებს, რომლებიც ვენეციის კომისიამ წარმოადგინა, მათთან ერთად ასახავს იმ მნიშნელოვან საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, რომელიც ვენეციის კომისიამ და ODIHR-მა სხვადასხვა პერიოდებში გამოაქვეყნა. ეს არის ის, რაც მოსახლეობას სჭირდება - როდესაც ოქტომბერში საარჩევნო უბნებზე მივლენ, უნდა დაინახონ, რომ მათი საარჩევნო სისტემა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, ისე რომ, მათ ჰქონდეთ სრული რწმენა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესწორებულ პროექტთან დაკავშირებით ერთობლივი დასკვნა გამოაქვეყნეს.

კელი დეგნანი: უკიდურესად იმედგაცრუებულები ვართ, რომ იუსტიციის საბჭომ პარლამენტს მოსამართლეთა კანდიდატები წარუდგინა

კელი დეგნანი: თუ ისევ გაგრძელდება მოსამართლეების დანიშვნა, ეს იქნება დაკარგული შესაძლებლობა სასამართლო სისტემის რეფორმირებისთვის