კახა კუჭავა: ვენეციის კომისიის დასკვნა არის პოზიტიური, თუ რაიმე შენიშვნაა მოცემული, გავითვალისწინებთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას განცხადებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესწორებების პროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა პოზიტიურია.

კახა კუჭავას თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს განიხილავენ და გაითვალისწინებენ.

"ვიცი, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა არის პოზიტიური. ის, რომ უფრო მეტი ჩართულობაა საჭირო, პირველ რიგში, ხაზს უსვამს, რომ მათ ვინც არ მიიღეს მონაწილეობა პირველ ეტაპზე ახლა მაინც ჩაერთონ. ფაქტი ერთია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები აუცილებელია განხილული და გათვალისწინებული იყოს. იმედს ვიტოვებ, რომ ამ კუთხით გაგრძელდება მუშაობა. ვიცი, რომ ძალიან პოზიტიური დასკვნა არის, ხოლო თუ რაიმე შენიშვნაა მოცემული, აუცილებელია, ესეც იყოს გათვალისწინებული"“, – განაცხადა კახა კუჭავამა.

ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესწორებულ პროექტთან დაკავშირებით ერთობლივი დასკვნა გამოაქვეყნეს.