საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ანტონიო გუტიერეშს გაეროს გენერალურ მდივნად მეორე ვადით არჩევას ულოცავს.
"გულწრფელად ვულოცავ ანტონიო გუტიერეშს გაეროს გენერალურ მდივნად ხელახლა არჩევას.
ახლა ვიდრე ოდესმე, მსოფლიოს მულტილატერალიზმი ესაჭიროება.
საქართველო მადლიერია თქვენ მიერ წლების განმავლობაში გაწეული სამსახურისათვის და ველი ჩვენი ღრმა თანამშრომლობის გაგრძელებას", - წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ში.
პრეზიდენტი ანტონიო გუტერეშს: საქართველო მადლიერია თქვენ მიერ გაწეული სამსახურისათვის, ველი თანამშრომლობის გაგრძელებას
ანტონიო გუტერეში გაეროს გენერალურ მდივნად მეორე ვადით დაამტკიცეს