რუსეთის ელჩი აშშ-ში ბრუნდება

Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის ელჩი აშშ-ში, ანატოლი ანტონოვი დღეს შეერთებულ შტატებში ბრუნდება.

ელჩის თქმით, მომდევნო კვირა შეხვედრებით დატვირთული ექნება.

„ბევრი საქმეა გასაკეთებელი. ვაგრძელებთ პროგრესს“, - ამბობს ანტონოვი.

აღსანიშნავია, რომ რუსეთმა აშშ-დან საკუთარი ელჩი მარტში, მას შემდეგ გაიწვია კონსულტაციებისთვის, რაც თეთრი სახლის ლიდერმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე - ფიქრობს თუ არა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მკვლელია, მან დადებითი პასუხი გასცა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და მისი ამერიკელი კოლეგა, ჯო ბაიდენი, ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების დროს, შეთანხმდნენ, რომ თავიანთი ელჩებს დააბრუნებდნენ ვაშინგტონსა და მოსკოვში.