პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს ვაკანტური წევრის თანამდებობაზე ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის კანდიდატურა წარუდგინა. შესაბამისი წარდგინება 21 ივნისის ბიუროს სხდომაზე შევა.
შეგახსენებთ, რომ სებ-ის საბჭოში უკვე ორ წელზე მეტია, რაც ორი ვაკანტური ადგილია. კანონის თანახმად საბჭო 7 წევრისგან უნდა იყოს დაკომპლექტებული, თუმცა ამჟამად მასში მხოლოდ 5 წევრია, მათგან 3-ს კი ამავდროულად აღმასრულებელი პოსტი უკავია.