ბადრი ჯაფარიძე: ხელისუფლების შეფასებები ფუნდამენტურად განსხვავდება ჩვენი შეფასებებისგან

„ხელისუფლების შეფასებები ფუნდამენტურად განსხვავდება ჩვენი შეფასებებისგან“, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ამერიკის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ყველა მხარემ დააფიქსირა თავის პოზიცია და დაიგეგმა მორიგი შეხვედრა. ​

„გადავეცით მოთხოვნები, გავუზიარეთ ჩვენი შეფასებები ერთმანეთს. ჩვენი შეფასება იგივეა, არჩვენების შედეგები გაყალბდა და საჭიროა ახალი არჩევნები, რათა გამოვიდეთ კრიზისიდან. ოპოზიციის პოზიცია ამაზე არის უცვლელი. ხელისუფლებას აქვს თავის შეფასებები, რომელიც ფუნდამენტურად განსხვავდება ჩვენი შეფასებებისგან“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ისევ გაიმართება თუ არა აქცია, ჯაფარიძემ განაცხადა, რომ შაბათის აქცია ძალაშია. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას ცხრა პარტიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.