შეერთებულ შტატებსა და საქართველოს მტკიცე პარტნიორობა აკავშირებთ მრავალ სექტორში, მათ შორისაა ჯანდაცვის სფეროც, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"გუშინ საქართველოსა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრებმა B, C ჰეპატიტსა და COVID-19-ზე სეროპრევალენტობის მასშტაბური კვლევის დაწყება გამოაცხადეს. აღნიშნული კვლევა შეაფასებს C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის პროგრესს, B ჰეპატიტის იმუნიზაციით დადგენილი სამიზნეების მიღწევასა და SARS-CoV-2-ის გავრცელებას. აღნიშნული კვლევა, ასევე, დაეხმარება ჯანდაცვის პროფესიონალებს, განსაზღვრონ საქართველოში ჰეპატიტით დაავადებულთა მკურნალობა. საქართველოში ვირუსული ჰეპატიტის აღმოსაფხვრელად ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი კორონავირუსზე, B და C ჰეპატიტებზე ლაბორატორიულ კვლევას იწყებს