რომელი შეზღუდვა არ უქმდება

"ერთი შეზღუდვა რაც რჩება, ეს არის შეზღუდვები რესტორნების მიმართ, რომლებიც იმუშავებენ მხოლო 00:00 საათამდე. 00:00 საათის შემდეგ რესტორნები არ იმუშავებენ. იგივე ეხება სხვა გასართობ დაწესებულებებს, ღამის კლუბებს და ისეთ დაწესებულებებს, რომლებიც დაკავშირებულია კვებასთან. მათ შორის სასტუმროს რესტორნებსაც, რომლებსაც ჰყავთ სტუმარი და აქვთ სარესტორნო სივრცე" - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება გაუქმდა.

1-ლი ივლისიდან „კომენდანტის საათი“ უქმდება