სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ Astrazeneca-ს მოწოდებაში არის სერიოზული შეფერხება, რაც ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებული და ახლა არ ჩავუღრმავდები. ფაქტია, რომ ეს მოწოდება ვერ მოხდა. ჩვენ შეგვექმნა Astrazeneca-ს დაახლოებით, 5 ათასამდე ვაქცინის დეფიციტი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, Astrazeneca-ზე შექმნილ დეფიციტზე მოკვლევა მიმდინარეობს.
"Astrazeneca-ს ვაქცინა ქვეყანაში შემოვიდა 2-ჯერ, 86 600-მდე დოზა ერთად. ვაქცინის პირველი ნაწილი 13 მარტს შემოვიდა, მეორე შემოსვლა იყო აპრილის შუა რიცხვებში, ხოლო შემდგომი შემოსვლა უნდა ყოფილიყო მაისის შუა რიცხვებში. შემდეგ მოწოდების ამ ვადამ გადაიწია ივნისის დასაწყისში, შემდეგ კი მივიღეთ დასტური, რომ მოგვეწოდებოდა 22 ივნისს, გამთენიისას.
სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ Astrazeneca-ს მოწოდებაში არის სერიოზული შეფერხება, რაც ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებული და ახლა არ ჩავუღრმავდები. ფაქტია, რომ ეს მოწოდება ვერ მოხდა. ჩვენ შეგვექმნა Astrazeneca-ს დაახლოებით, 5 ათასამდე ვაქცინის დეფიციტი.
იმ დოზებზე, რომელზეც გახსნილი იყო ჯავშნები, 30 ივნისამდე ჩაწერილი იყო დაახლოებით 5 ათასამდე ადამიანი, მათ შორის პირველ დოზაზე ჩაწერილი იყო დაახლოებით 1 250 ადამიანი, დანარჩენები კი ჩაწერილი იყვნენ მეორე დოზაზე.
ამ საკითხზე მოკვლევა კიდევ მიმდინარეობს. არ დავმალავთ, იყო გარკვეული ლოჯისტიკური ნაკლოვანებები და მათ შორის პასუხისმგებლობას იზიარებს დაავადებათა კონტროლის ცენტრიც, მაგრამ ეს არ არის ის, რომ ადამიანთა ჯანმრთელობას ზიანი მიადგეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
Astrazeneca-ს ვაქცინის დამატებითი დოზების მოწოდებაში შეფერხებაა