Covid–19–ის პანდემიის გამო დაზარალებული გლობალური ეკონომიკის აღდგენას შესაძლოა, 5 წელი დასჭირდეს, – ამის შესახებ შესახებ მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა კარმენ რეინჰარტმა განაცხადა.
"როგორც კი პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები სრულად მოიხსნება, ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესი მყისიერად დაიწყება, თუმცა გლობალური ეკონომიკის სრულად აღდგენას სავარაუდოდ, 5 წელის დასჭირდება", – განაცხადა რეინჰარტმა მადრიდში გამართულ პრეს–კონფერენციაზე.
მისივე თქმით, "ღარიბ ქვეყნებში ეკონომიკური კრიზისის დაძლევას უფრო დიდი დროს დასჭირდება, ვიდრე მდიდარ ქვეყნებში".
ცნობისთვის: მსოფლიო ბანკის შეფასებით, პანდემიით გამოწვეულმა სწრაფმა და მასიურმა შოკმა და მის მიმართ განხორციელებულმა შემაკავებელმა ღონისძიებებმა გლობალური ეკონომიკის მკვეთრი დაღმასვლა განაპირობა. მისი პროგნოზის მიხედვით, წელს გლობალური ეკონომიკის ვარდნის მაჩვენებელი 5.2% იქნება.
მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების 2020 წლის ივნისის გამოცემის თანახმად, მეორე მსოფლიო ომის მომდევნო პერიოდში ეს ყველაზე ღრმა რეცესია იქნება, რომელიც 1870 წლის შემდეგ ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული პროდუქციის მაჩვენებლის უდიდესი კლებით გამოიხატება.
ანგარიშის თანახმად, საქართველოში მშპ-ის რეალური შემცირება 2020 წელს სავარაუდოდ -4,8 პროცენტი იქნება, ხოლო 2021 წლისთვის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 4.0 პროცენტს მიაღწევს.