ევროკავშირის ელჩი იმედოვნებს, რომ უზენაესის მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ დაჩქარდება

ევროკავშირის ელჩი იმედოვნებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ დაჩქარდება. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ელჩის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ცუდი სტარტი იქნება 19 აპრილის შეთანხმების ამ ძალიან მნიშვნელოვანი თავისთვის.

„ჩემს კოლეგებთან ერთად აშშ-დან და ევროპის საბჭოდან უკვე გამოვთქვით პოზიცია, რომ ამ კანდიდატებთან დაკავშირებით არ უნდა აჩქარდნენ. ასევე, გაითვალისწინონ კანონი, ასევე ვენეციის კომისიის რჩევები, დასკვნები და შემდეგ დააკვირდნენ პროცესს და დარწმუნდნენ, რომ არსებობს თანასწორი მიდგომა ყველა კანდიდატის მიმართ, ჩვენ ამ მყარ პოზიციაზე ვრჩებით. იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი პარლამენტში განიხილება. ჩვენ ამას 19 აპრილის შეთანხმების პერსპექტივიდან დავაკვირდებით, ისევე როგორც იმ პირობებიდან, რომელსაც ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარება ითვალისწინებს, ევროკავშირ-საქართველოს ასოცირებული შეთანხმებით აღებული ვალდებულებების პერსპექტივიდან. იმედი გვაქვს, პროცესი არ დაჩქარდება, ვინაიდან ეს 19 აპრილის შეთანხმების ძალიან მნიშვნელოვანი თავის ცუდ დასაწყისს შექმნის“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

„მარტო პარლამენტში“ - ოპოზიციის ანონსი

კელი დეგნანი: თუ ისევ გაგრძელდება მოსამართლეების დანიშვნა, ეს იქნება დაკარგული შესაძლებლობა სასამართლო სისტემის რეფორმირებისთვის