„ვაქცინები არსად გამქრალა, ჩვენ მათი მობილიზაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანი პაციენტებისთვის მოვახდინეთ“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრში შიდა აუდიტი პროცესის ეფექტური მართვისთვის იმყოფებოდა.
„ისინი წარმოადგენენ მოხსენებას და მოგვცემენ მითითებებს, როგორ შეიძლება პროცესი ხარვეზების გარეშე წარიმართოს და Astrazeneca-ს ვაქცინის გამოყენების დროს მოსახლეობას შეფერხება არ შეექმნას“, - განაცხადა ტიკარაძემ.
მისივე თქმით, დეფიციტის შეიქმნა მწარმოებლის მხრიდან და სამინისტროს ინფორმაცია მხოლოდ 22 ივნიის მიეწოდა, ახლა კი მიმდინარეობს მუშაობა, რომ შემდგომი წყვეტა არ იყოს.
Astrazeneca-ს ვაქცინის დამატებითი დოზების მოწოდებაში შეფერხებაა