კოვიდრეგულაციების დამრღვევებისთვის ამნისტიის ამოქმედება მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას გაზრდის. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ეს გადაწყვეტილება არჩევნებს, მინისტრმა აღნიშნა, რომ მანამდე დიდი დროა.
„ეს ნამდვილად არ არის წინასაარჩევნო გადაწყვეტილება, ეს არის ჩვენი მოქალაქეების მეტი შეღავათისთვის და კეთილგანწყობისთვის, რაც გაზრდის მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას. მთავრობა მოტივირებულია, რომ სამოქალაქო შეგრძნება და პასუხისმგებლობა ასწიოს და ერთად ვითანამშრომლოთ კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში. ჩემთვის მნიშვნელოვანია არა საჯარიმო სანქციები, არამედ ეფქტური მართვა“, - აღნიშნა ეკატერინე მინისტრმა.
მისივე თქმით, საბჭოზე იყო განხილული ამ გადაწყვეტილების ეფექტურობა, რომელმაც ჩათვალა, რომ მნიშვნელოვანი იყო როგორც კერძო სექტორისთვის, მოქალაქეებისთვის მომხდარიყო საჯარიმო სანქციების ამნისტია.