კელი დეგნანი: 19 აპრილის შეთანხმებაში მხარეებმა დადეს პირობა, რომ განახორციელებდნენ ამბიციურ რეფორმას მართლმსაჯულების სისტემაში, თუმცა ეს დღემდე არ განხორციელებულა

საქართველოს ყველა მეგობარი, საერთაშორისო საზოგადოება თანმხდება იმაზე, რომ საქართველოს სჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რაც მნიშვნელოვანია NATO-ში გაწევრიანებისკენ ქვეყნის მისწრაფების განასახორციელებლად. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს ამ ძალისხმევაში.

მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმებაში მხარეებმა დადეს პირობა, რომ განახორციელებდნენ ამბიციურ რეფორმას მართლმსაჯულების სისტემაში, თუმცა ეს დღემდე არ განხორციელებულა

„ჩვენ ძალიან მოხარულები ვიყავით, როდესაც სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც ასევე მოიცავდა სასამართლო რეფორმაზე შეთანხმებას. ახლა, ის ვალდებულებები, რომლებიც ამ ხელშეკრულებაშია გაწერილი, უნდა შესრულდეს. მე მქონდა შეხვედრები მმართველი მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან და 19 აპრილის შეთანხმებაში კარგად არის წარმოჩენილი ის გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც ეს ვალდებულებები უნდა შესრულდეს. ეს გულისხმობს პროცესის დროებით შეჩერებას, ვიდრე არ გაიმართება ინკლუზიური და ფართო დებატი სასამართლოს რეფორმაზე. 19 აპრილის შეთანხმებაში მხარეებმა დადეს პირობა, რომ განახორციელებდნენ ფართო, ამბიციურ რეფორმას მართლმსაჯულების სისტემაში, თუმცა ეს დღემდე არ განხორციელებულა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეფორმაზე დისკუსიის დროს პროცესი იყოს მრავალპარტიული და ინკლუზიური. ზუსტად ეს არის 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, ახლა პარლამენტის უფლებამოსილებაა, რომ გარკვეულწილად, დროებით შეაჩეროს ეს პროცესი, ვიდრე ეს რეფორმა სრულად განიხილება.

„ეს იქნება სასარგებლო ქართველი ხალხისთვის და მთლიანად საქართველოსთვის“, - აღნიშნა ამერიკის ელჩმა.