ელისაშვილი: ველოდებით „ქართული ოცნების“ გონივრულ შეთავაზებას, რათა პროტესტიც აღარ გაგრძელდეს

ველოდებით გონივრული წინადადება შემოგვთავაზოს „ქართულმა ოცნებამ“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ეს უნდა იყოს წინადადება, რომლითაც არც პროტესტი გაგრძელდება და ქვეყანაც დამშვიდდება.

“ზუსტად ამას ველოდები, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი გონივრული კომპრომისი შემოგვთვაზოს, რომ პროტესტიც აღარ გაგრძელდეს და ქვეყანაც დამშვიდდეს“, - განაცხადა ელისაშვილმა.

კითხვაზე, რა იქნება საუკეთესო გზა ამ შემთხვევაში, ელისაშვილმა ასე უპასუხა: „ადეკვატური წინადადება მათი მხრიდან“.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ამერიკის ელჩის რეზიდენციაში 12 ნოემბერს გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეებმა ელჩებს არჩევნებთან დაკავშირებით თავიანთი მტკიცებულებები წარუდგინეს.