მაიკ პომპეო საფრანგეთს ესტუმრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთს ესტუმრა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები დაგეგმილია პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან ივ ლე დრიანთან. განსახილველ საკითხებს შორის არის - ეკონომიკა, უსაფრთხოება და კონტრტერორიზმი.

„შესანიშნავია საფრანგეთში, აშშ-ის უძველეს მეგობარ და მოკავშირე ქვეყანაში ყოფნა. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს - დემოკრატიას, თავისუფლებასა და კანონის უზენაესობას“, - დაწერა პომპეომ „ტვიტერში“.

საფრანგეთის შემდეგ პომპეოს ვიზიტი დაგეგმილი აქვს თურქეთში, საქართველოში, ისრაელში, ყატარსა და საუდის არაბეთში.