ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, დაახლოებით, ერთ თვეში ეცოდინებათ, რა ფორმით შეიძლება შესავაზონ ანაკლიის პორტი ინვესტორებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ანაკლია სტრატეგიული პროექტია.
"მოგეხსენებათ, ანაკლია ჩვენთვის სტრატეგიული პროექტია. ჩვენ მართლაც ძალიან სერიოზულად ვფიქრობთ, მიუხედავად პოსტპანდემიური პერიოდისა, როგორ გავხადოთ ანაკლიის პროექტი კვლავ საინტერესო ინვესტორებისთვის. ჩვენ ავიყვანეთ საერთაშორისო კონსულტანტი, რომელიც 2015 წელს მომზადებული სატენდერო დოკუმენტაციას აახლებს და ასევე, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების, იგივე ბაზრის კვლევას. დაახლოებით, ერთ თვეში გვექნება შედეგები და ჩვენ დავინახავთ რა ფორმით შეიძლება შევთავაზოთ უკვე ინვესტორებს", — განაცხადა თურნავამ.
ირაკლი ღარიბაშვილი: პრიორიტეტად რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა
იმედი მაქვს, ანაკლიის პორტის პროექტზე ინვესტორების მოზიდვა წელს მოხერხდება - ნათია თურნავა