აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ფლოიდის მკვლელისთვის გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, მინეაპოლისის პოლიციის ყოფილი ოფიცერისთვის, დერეკ შოვინისთვის მისჯილი 22-წლიანი პატიმრობა "როგორც ჩანს, მართებულია". ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

"მე არ ვიცნობ ყველა გარემოებას, რომელიც სასამართლომ განიხილა, მაგრამ, როგორც ჩანს, მოქმედი წესების მიხედვით, განაჩენი მართებულია", - განაცხადა ბაიდენმა.

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ დერეკ შოვინს 22.5 წლით პატიმრობა მიესაჯა