ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ პირობა დადო, რომ მისი შვილები პრეზიდენტები არ გახდებიან.
„პრეზიდენტის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ არც ერთი ჩემი შვილი პრეზიდენტი არ გახდება. ვიმეორებ, არც ერთი შვილი“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
6 ნოემბერს ევროკავშირმა ლუკაშენკოს და 14 ბელარუს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა.
ყოველდღიური მასობრივი პროტესტი ქვეყანაში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელშიც გამარჯვებულად კვლავ ალექსანდრე ლუკაშენკო გამოცხადდა. იგი უკვე მეექვსე ვადით იყრიდა კენჭს.მომიტინგეები ლუკაშენკოს გადადგომას და ხელახალი არჩევნების დანიშნვას მოითხოვენ. პროტესტის ჩახშობის მცდელობებს უკვე სულ მცირე, ოთხი მოქალაქე ემსხვერპლა, კიდევ 6 დაკარგულად ითვლება, დაშავებულთა და დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.
ევროკავშირის ქვეყნები და აშშ არჩევნების შედეგებს არ სცნობენ.