რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს აღვუთქვით ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა

საქართველოს აღვუთქვით ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა, - ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ Twitter-ზე დაწერა.

„მივესალმეთ საქართველოს პროგრესს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესში, ხაზგასმით აღვნიშნეთ სასამართლო სისტემაში გატარებული სათანადო რეფორმები, საქართველოს აღვუთქვით ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა, მათ შორის, სეპარატისტულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობის მიმართულებით, და დავგმეთ მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესი“ - წერს რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის ქართველო კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ.

ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს დღეს ეწვივნენ.

ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების კავკასიაში ვიზიტის შესახებ გადაწვეტილება 27 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების არაფორმალურ მინისტერიალზე მიიღეს, სადაც განიხილებოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში არსებული კონფლიქტების პრობლემატიკა.

დავით ზალკალიანმა და ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრისას ოკუპირებულ რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს

ირაკლი ღარიბაშვილი: აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში მინისტრების მისია რეგიონში გადაუჭრელი კონფლიქტების მოგვარებისთვის ძლიერი სიგნალია