სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირთან დაახლოებით მიღწეულ პროგრესს ალტერნატივა არ აქვს, საქართველო მზად არის მეტისთვის

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის 7 წლისთავს ეხმაურება.

„დღეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მეშვიდე წლის თავია. გასულმა წლებმა გვაჩვენა, რომ ევროკავშირთან დაახლოებით მიღწეულ პროგრესს ალტერნატივა არ აქვს. ახლა საქართველო მზად არის მეტისთვის - კონკრეტული ნაბიჯებისთვის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“, - წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.

ცნობისთვის, დღეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 7 წელი გავიდა.