ეკატერინე ტიკარაძე: ვიცით როდის შემოვა Pfizer-ის ვაქცინა, თუმცა კონტრაქტის გათვალისწინებით, თარიღს ვერ დავასახელებთ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მზად არიან, რომ ივლისიდან ქვეყანაში კორონავირუსზე მასობრივი ვაქცინაციის პროცესი დაიწყოს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ცნობილია თარიღი, თუ როდის შემოვა საქართველოში Pfizer-ის ვაქცინა, თუმცა კონტრაქტის პირობებიდან გამომდინარე, ამის შესახებ ჯერ ვერ გააცხადებს.

„რაც შეეხება ასევე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ Pfizer-ის ვაქცინას, კონტრაქტიდან გამომდინარე მოწოდების თარიღს ვერ დავასახელებთ, თუმცა დადასტურებულად ვიცით, როდის შემოვა Pfizer-ის ვაქცინა საქართველოში. მოგვეწოდება ეტაპობრივად და ყველა ჩვენი მოქალაქისთვის გახდება ხელმისაწვდომი. შესაბამისად, Pfizer-ის ჩაერთვება მასობრივი ვაქცინაციის პროცესში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში Sinoparm-ისა და Sinovac-ის ვაქცინები კვირის ბოლოს შემოვა