დიმიტრი ხუნდაძე: ქვეყანაში არცერთი ბავშვი შიმშილით არ იღუპება

ქვეყანაში არცერთი ბავშვი შიმშილით არ იღუპება. ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, ხშირად არის სპეკულაცია იმის შესახებ, რომ ბავშვები შიმშილით იღუპებიან.

„ეს არის აბსოლუტური ტყუილი. მიუხედავად არასრულფასოვანი კვებისა და ბავშვთა სიღარიბის ჯერ კიდევ დაუძლეველი პრობლემისა, ქვეყანაში არცერთი ბავშვი შიმშილით არ იღუპება. ბავშვთა აბსოლუტური სიღარიბის დინამიკა ბოლო 10 წლის განმავლობაში არის შემცირებადი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წელს, კოვიდპანდემიის ფონზე, სიღარიბე ორი პროცენტით გაიზარდა. თუმცა 2011 წელს საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი იყო 31%-ზე მეტი, 2019 წელს - 25%-ზე ნაკლები. უკიდურესი სიღარიბე - 2011 წელს იყო 9 %-ზე მეტი, 2017 წელს, 7 %-ზე ნაკლები. 2015 წელს 3%-საც კი ჩამოსცდა, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძე: 20 ლარიდან 320 ლარამდე მინიმალური ხელფასის გაზრდა სამუშაო ადგილებს შეამცირებს