შარლ მიშელი: აღმოსავლეთ პარტნიორობაში მონაწილეობის შეჩერებით, ბელარუსმა კიდევ ერთი ნაბიჯით დაიხია უკან

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივაში მონაწილეობის შეჩერებასთან დაკავშირებით ბელარუსის გადაწყვეტილებას Twitter-ზე ეხმიანება.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით ბელარუსმა კიდევ ერთი ნაბიჯით დაიხია უკან.

"დღეს ბელარუსმა, "აღმოსავლეთ პარტნიორობაში" მონაწილეობის შეჩერებით, კიდევ ერთი ნაბიჯით დაიხია უკან. ეს ნაბიჯი კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას გამოიწვევს და აშკარად უარყოფით გავლენას მოახდენს ბელარუსის მოსახლეობაზე", - წერს შარლ მიშელი.

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბელარუსმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივაში მონაწილეობა შეაჩერა.