თამარ გაბუნია: გარდაცვალების მაჩვენებლის ზრდა, შესაძლოა კავშირში იყოს "ინდური შტამის" გავრცელებასთან

გარდაცვალების მაჩვენებლის ზრდა, შესაძლოა კავშირში იყოს "ინდური შტამის" გავრცელებასთან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართლ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ინდური შტამით, ე.წ დელტა ვარიანტით ინფიცირების 7 შემთხვევა კიდევ დადასტურდა.

"ეს მიუთითებს იმაზე, რომ ინდური შტამი ქვეყანაში ცირკულირებს. შეფასებითი მაჩვენელით, ამ შტამის შესაძლო გავრცელება დაახლოებით, 10-დან 20 პროცენტამდეა. ისიც არ არის გამოირცხული, რომ შემთხვევების სწრაფი გავრცელება და მძიმე შემთხვევები, რაც სიკვდილიანობას უკავშირდება, გუშინ 22 იყო გარდაცვალების მაჩვენებელი, რთულია ასე მიზეზ-შედეგობრივი დაკავშირება, მაგრამ, სავარაუდოდ, შესაძლოა რომ კავშირში იყოს "დელტა შტამის" გავრცელებასთან", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 194 ადამიანს დაუდასტურდა, 678 გამოჯანმრთელდა, ხოლო 22 ინფიცირებული გარდაიცვალა.