ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუანიას განცხადებით, მიდის მსჯელობა, რომ ტურისტი, რომელიც ქვეყანაში შემოდის, მიუხედავად ვაქცინირებულის სტატუსისა, კონტროლდებოდეს ტესტირების საშუალებით. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დარულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, ვაქცინირებული ტურისტებისთვის კოვიდტესტის ჩატარების საჭიროება არ არის. თუმცა, გარკვეული რისკების გათვალისწინებით, იგეგმება ტესტირების სქემის გააქტიურება.
"აქტიურად მიდის მსჯელობა იმაზე, რომ ტურისტი, რომელიც ქვეყანაში შემოდის, მიუხედავად ვაქცინირებულის სტატუსისა, მონიტორინგდებოდეს ტესტირების საშუალებით. 72 საათიან რეჟიმში ტესტირების მოთხოვნა დღესაც გვაქვს, თუმცა ვაქცინაციის სტატუსი ამ შემთხვევაში არის გამონაკლისი და არ მივიჩნევთ საჭიროდ, რომ ვაქცინირებულ ტურისტებს ტესტირება ჩაუტარდეს. ეს დღევანდელი მდგომარეობით. თუმცა, სამომავლოდ, ამ რისკების გათვალისწინებით, იგეგმება ტესტირების სქემის კიდევ უფრო მეტად გააქტიურება, შემომავალი ტურისტებისთვის, ვაქცინირებული ტურისტებისთვის, 72 საათში ერთხელ ტესტირების რეჟიმის ამოქმედება", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.