ნიკა მელიას შტაბზე თავდამსხმელი, მკაცრად დაისჯება - ქართული ოცნება

„ქართული ოცნების“ პროპორციული სიის წარმომადგენლის ბექა დავითულიანის განცხადებით მკაცრად პასუხს მიიღებს ვინც გლდანის ოპოზიციონერი მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბში ცეცხი გააჩინა. ბექა დავითულიანმა ეს განცხადება „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„გამოძიებული იქნება ბოლომდე და აუცილებლად, ვინც არ უნდა იყოს, ხაზგასმით ვამბობ ამას, ვინც არ უნდა იდგეს ამ ოფისის დაწვის საქმის უკან, აუცილებლად, უმკაცრეს პასუხს მიიღებს. ვინ დგას ამის უკან, ამას გამოძიება გაარკვევს“, - განაცხადა დავითულიანმა.

გლდანის ოპოზიციონერი მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის მინა ჩაამსხვრიეს და ცეცხლი წაუკიდეს.

საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. ამ მუხლით სხვისი ნივთის დაზიანებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება.