საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიას განცხადებით, ჟენევაში, საერთაშორისო დისკუსიების 53-ე რაუნდის ფარგლებში, დაკავებების საკითხის განხილვისას გახელაძისა და ბებუას თემები არის მთავარი თემა. ამის შესახებ მან ჟენევის მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც დარსალიამ აღნიშნა, დღევანდელი მოლაპარაკებების შემდგომ არის მოლოდინი, რომ მოხერხდება ჰუმანიტარული საკითხების გამიჯვნა პოლიტიკურისგან. მისი თქმით, საკმაოდ რთული მოლაპარაკებათა პროცესი იყო, მათ შორის ჰუმანიტარულ საკითხებზე.
"განხილვისას, როდესაც დაკავებების საკითხს ვეხებით, გახელაძისა და ბებუას თემები არის მთავარი თემა. არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ სიმართლე გითხრათ, გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველი მაქვს, განსაკუთრებით დღევანდელი დღის შემდგომ. ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება ჰუმანიტარული საკითხების გამიჯვნა პოლიტიკურისგან. სუფთა ჰუმანიტარულ ჭრილში გარკვეული პროგრესის მიღწევა. სამწუხაროდ, დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ჰუმანიტარულ ჭრილში ამ საკითხების გადაჭრა იქნება შესაძლებელი. ჰუმანიტარულ ჭრილში ნიშნავს, რომ სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს რეალობა, როდესაც სუფთა ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირება ხდება, რაც კიდევ უფრო ართულებს ამ შემთხვევებს, თუმცა დღევანდელი მოლაპარაკების შემდგომ, არის მოლოდინი, რომ მოხერხდება ჰუმანიტარული საკითხების გამიჯვნა პოლიტიკური პოლიტიკურისგან", – განაცხადა ლაშა დარსალიამ.
დღეს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდი იწყება