გერმანიისა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, საგარეო და თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ, ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დომინიკ რააბმა და ჰეიკო მაასმა, საგარეო და თავდაცვის საკითხებში გერმანია-ბრიტანეთის თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ, ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორი საგარეო საქმეთა მინისტრი თანახმაა ყოველწლიური სტრატეგიული დიალოგის ჩატარებაზე, როგორც ღრმა ორმხრივი ურთიერთობის შესაძლებლობზე. ეს დიალოგი მიზნად ისახავს საგარეო პოლიტიკის ძირითადი გამოწვევების საერთო გაგებას, ასევე ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს მჭიდრო თანამშრომლობის მიზანს საგარეო პოლიტიკის საკითხებში.

"ერთობლივი დეკლარაცია ამტკიცებს საერთო ევროპულ და უნივერსალურ ღირებულებებსა და ინტერესებს, რომლებსაც ემყარება გერმანია და გაერთიანებული სამეფოს საგარეო პოლიტიკა: მულტილატერალიზმის ერთგულება, საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის განმტკიცება, ევროპის სტრატეგიული ერთიანობისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოების ერთგულება, მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების, ასევე დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ერთგულება, გენდერული თანასწორობის ჩათვლით. ორივე მხარე აცხადებს, რომ ისინი ერთობლივად დაუდგებიან გვერდით ამ ღირებულებებს გლობალურ დონეზე და, ამ გაგებით, ერთმანეთს მხარს დაუჭერენ მრავალმხრივ კონტექსტში.

გერმანიის აზრით, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ბრიტანულმა მხარემ დეკლარაციის ხელმოწერით აიღო ვალდებულება, მხარი დაუჭიროს გერმანიის მცდელობებს გაეროს უსაფრთხოების საბჭოში მუდმივი ადგილის მოპოვების შესახებ.

დეკლარაციით, ცხადი ხდება, რომ გერმანიის მთავრობა ასევე მხარს დაუჭერს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თანამშრომლობას და დიალოგს.

თანამშრომლობის დეკლარაცია ასევე აცხადებს, რომ გერმანია უზრუნველყოფს მაქსიმალურ გამჭვირვალობას ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი ქვეყნების მიმართ, გაერთიანებულ სამეფოსთან ორმხრივი წამოწყებების შესახებ", -ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის საგარეო მინისტრები: ხაზს ვუსვამთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას