„შემდგომი საარჩევნო რეფორმა არის მთავარი მიმართულება, რომლის განხორციელებაც საქართველოს სჭირდება“, - განაცხადა ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა Europetime-თან ინტერვიუში.
_რა არის ის ძირითადი/პრიორიტეტული რეფორმა, რომელიც წევრმა ქვეყანამ, ამ შემთხვევაში საქართველომ უპირველესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარე? Europetime-ის ამ შეკითხვას ნატალია ვუტოვამ უპასუხა.
„შემდგომი საარჩევნო რეფორმა არის მთავარი მიმართულება, რომლის განხორციელებაც საქართველოს სჭირდება. გარდა ამისა, სასამართლო რეფორმების მეოთხე ტალღის განხორციელებას და ზოგადად, ეთიკის ნორმების და სამართლიანობის პრინციპის უმაღლესი სტანდარტების დაცვას სასამართლო სისტემაში არსებითი მნიშვნელობა ექნება 2021 წლის განმავლობაში და მის შემდეგაც. ასევე მნიშვნელოვანია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურა ევროპულ სტანდარტებთან შეესაბამისობაში მოვიდეს რაც შეიძლება სწრაფად. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემდგომი რეფორმა პრიორიტეტად დარჩება“, - აღნიშნა ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა Europetime-თან ინტერვიუში.