Sinopharm-ით აცრისთვის რეგისტრაციის თარიღი ცნობილია

ახალი დოზების შემოსვლის შემდეგ, საქართველოში ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყება.

500 000 დოზა Sinopharm-ი და 500 000 დოზა Sinovac-ი უკვე საქართველოშია.

Sinopharm-ით აცრისთვის რეგისტრაცია დაიწყება შაბათს (3 ივლისი), 12:00 საათიდან. ვაქცინაციისთვის ვიზიტის დასაჯავშნად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკოთ ნომერზე 15 22.

საქართველოში მილიონი დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩამოვიდა