დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ორჯერადად აცრილია 100 ათას ადამიანზე მეტი, მათი 0,2% კი აცრის შემდეგ კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით,მედიცინაში აბსოლუტური, 100-პროცენტიანი დაცვა არ არსებობს.
"ჩვენ ვსწავლობთ აცრის შემდგომ დაინფიცირების მაჩვენებელს. ორჯერად აცრილებში გვაქვს [ინფიცირების] 0,2%, ერთჯერადად აცრილებში გვაქვს 0,8%... მედიცინაში აბსოლუტური, 100-პროცენტიანი დაცვა არ არსებობს. არ არსებობს აცრა, რომელიც 100 პროცენტით იცავს, მაგრამ დღევანდელი ეს აცრები იცავს 80-დან 95 პროცენტის ფარგლებში. ყველა ეს ვაქცინა იცავს გართულებისგან და ფატალური შედეგებისგან", - განაცხადა გამყრელიძემ.
,2 ივლისის მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია 104 196 ადამიანი.