Sinopharm-ით აცრისთვის რეგისტრაცია დღეს დაიწყება

კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა Sinopharm-ით აცრისთვის რეგისტრაცია დღეს 12:00 საათიდან, ვაქცინაციის პროცესი კი – 5 ივლისიდან დაიწყება.

ვაქცინაციისთვის ვიზიტის დასაჯავშნად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკოთ ნომერზე 15 22.

შეგახსენებთ, რომ Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა საქართველოში 2 ივლისს შემოვიდა. მათგან 500 000 დოზა Sinopharm-ია, 500 000 დოზა კი, Sinovac-ი.